IESCO ახალ, გაფართოებულ სივრცეში გელოდებათ — ავჭალის ქუჩა 52-ზე ერთ მისამართზე გავაერთიანეთ ოფისი, შოურუმი, სერვის ცენტრი და საწყობი. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაცია, დანადგარის ადგილზე დათვალიერება, სათადარიგო ნაწილის მიღება და ტექნიკური საკითხის მოგვარება ახლა ერთ ვიზიტში ხერხდება.
რას ნახავთ შოურუმში
- IES სერიის ხრახნული კომპრესორები — ჩვენი სავიზიტო სერია, მუშა მდგომარეობაში;
- ჰაერის კომპრესორები და გამაშრობლები სხვადასხვა წარმადობის;
- სიხშირული ინვერტორები და ელექტროძრავები;
- საკისრები, სათადარიგო ნაწილები და ზეთები — მარაგიდან, ადგილზე გატანით.
სერვის ცენტრი იმავე ეზოში
შოურუმის გვერდით ჩვენი სერვის ცენტრია — კომპრესორის შეკეთება, ხრახნული ბლოკის გამოცვლა და გეგმიური ტექმომსახურება ერთ სივრცეში, თქვენს თვალწინ.
გვესტუმრეთ
📍 მისამართი: ავჭალის ქ. 52, თბილისი
🕙 სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 (სერვისის გუნდი — 24/7)
📞 გაყიდვები: +995 577 11 20 02 · ტექნიკური: +995 577 42 88 70
✉️ [email protected] · მიმართულებების მიღება რუკაზე


