𝗜𝗘𝗦𝗖𝗢 აგრძელებს ქართული ღვინის წარმოებაზე ზრუნვას.
ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობის სერიას მეღვინეობა ფერაძე შეუერთდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა აზოტის სისტემა:
ჩვენს მიერ წარმოებული, პირველი ქართული აზოტის გენერატორი
შემნახველი ავზები (რეზერვუარები)
კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით.
ამოცანა
ღვინის მთავარი მტერი ჟანგბადია. ჭურჭელში დარჩენილი ჰაერი იწყებს ჟანგვას — ქრება არომატი, ფერი მუქდება, გემო ბრტყელდება. ამიტომ თანამედროვე მეღვინეობა აზოტს იყენებს: ავზის ზედა სივრცის შესავსებად, ბოთლებისა და ხაზების გამოსაბერად ჩამოსხმამდე და ღვინის ავზიდან ავზში გადასატანად.
ბალონებით მუშაობა რთველის პიკზე ყველაზე მოუხერხებელია — აზოტი მაშინ იწურება, როცა ხაზი გაჩერებას ვერ იტანს. მეღვინეობა ფერაძემ გადაწყვიტა, აზოტი ადგილზე ეწარმოებინა.
გადაწყვეტა — სრული აზოტის სისტემა
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა დახურული ციკლი — კომპრესორიდან აზოტის ავზამდე:
- აზოტის გენერატორი — IESCO-ს წარმოების, პირველი ქართული აზოტის გენერატორი
- ჰაერის კომპრესორი
- ჰაერის გამაშრობელი
- ხაზური ფილტრაციის სისტემა
- ალუმინის მილგაყვანილობა
- შემნახველი ავზები (რესივერები)
რატომ ასეთი ჯაჭვი
PSA გენერატორის გული ცეოლითის მოლეკულური საცერია, რომელიც ჰაერიდან ჟანგბადს იჭერს და აზოტს ატარებს. ეს საცერი ზეთსა და ტენს „ეწამლება“ — ამიტომ გენერატორამდე სავალდებულოა გამაშრობელი და ფილტრები. სწორედ ეს ჯაჭვი განსაზღვრავს, ცეოლითი 10 წელი იმუშავებს თუ ერთი სეზონი.
ალუმინის მილგაყვანილობა შავი ლითონის ნაცვლად შეირჩა: ის არ ჟანგდება (ანუ არ ანაგვიანებს აზოტს), დაბალ წნევის ვარდნას იძლევა და საწარმოს გაფართოებისას ადვილად გადაეწყობა.
შედეგი
მეღვინეობას აზოტი ახლა საკუთარი წარმოებისაა — მიწოდების გრაფიკზე, ბალონების ლოგისტიკასა და სეზონურ დეფიციტზე დამოკიდებულების გარეშე. სისტემა იმდენ აზოტს გამოიმუშავებს, რამდენიც პროცესს სჭირდება, და მისი ღირებულება მხოლოდ ელექტროენერგიაა.
თქვენს მარანშიც გჭირდებათ აზოტი?
ვიანგარიშებთ საჭირო წარმადობასა და სისუფთავეს თქვენი ავზების მოცულობისა და რთველის რეჟიმის მიხედვით. იხილეთ აზოტის გენერატორები, კომპრესორები და სერვისი.
📞 032 206 01 00 · ავჭალა 52, თბილისი


